„უკვე გადაწყვეტილია, რომ „ქართული ოცნება“ ერთპარტიულად ხელისუფლებაში არ იქნება. ის, რომ არავინ მასთან ბლოკში არ შევა, ესეც გადაწყვეტილია. ოპოზიციამ გაიმარჯვა და ხელისუფლების ცვლილება გარდაუვალია.
ერთი ვნახოთ რა შედეგებს გამოაცხადებს ცესკო, იმიტომ, რომ ეგზიტპოლებმა ზუსტად აჩვენა ამომრჩევლის განწყობა“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლებას არცერთ ხმას არ შეარჩენენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 20:00 საათისთვის კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 970 540-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 56.11%-ია. ცესკო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნებას დაახლოებით 5-7 საათში დაიწყებს, თუმცა მანამდე ცნობილი გახდება ეგზიტპოლების საბოლოო შედეგები.